08:26 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 12:10:32, 472 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი დიდგორი გრძელდება

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარობაშვილი  დიდგორობის დღესასწაულს დაესწრო. 
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა  დაღუპულ გმირებს კიდევ ერთხელ მიაგო პატივი, რომლებმაც სამშობლოსთვის თავი გასწირეს.
 ,,ერი თავის გმირებში პოულობს თავის სულსა და გულს, თავის მწვრთნელს, თავის ღონეს და შემძლეობას, თავის ხატსა და მაგალითს, - ბრძანა დიდმა ილიამ. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დიდგორი ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული მყარი საფუძველია, რომელზეც მტკიცე და წარმატებული სახელმწიფო უნდა ავაშენოთ. ჩვენ, დავით აღმაშენებლის მებრძოლების შთამომავლებს, შეუპოვრობა და თავდადება გვმართებს. მეგობრებო, ჩვენი დიდგორი გრძელდება, და ჩვენ ვალდებულნი ვართ, თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ საქართველოს მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავლისთვის",- განაცხადა პრემიერმა.
 ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანია, სწორი პოლიტიკითა და სტრატეგიით გააერთიანოს და ფეხზე დააყენოს საქართველო, ააშენოს ძლიერი, 21-ე საუკუნის ევროპული სახელმწიფო.
 "ჩვენ შევქმნით ისეთ ქვეყანას, სადაც ჩვენი ერთიანობით და შრომით გავაძლიერებთ ქართულ სახელმწიფოს!"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
 დიდგორბის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით გასულ წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო - ,,დიდგორის ჯვრის ორდენი“, რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ.
 წელს ორდენით მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე, კაპრალი ნიკა კილანავა და კაპრალი გიორგი ცხვედიანი დაჯილდოვდნენ. სახელმწიფო ჯილდოები მათ პრემიერმა გადასცა. დიდგორობის დღესასწაულს მთავრობის მეთაური მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics