|
2020-04-07 18:34:05, 1470 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - ჩემი პროგნოზით, პიკს ორი-სამი კვირის შემდეგ მივაღწევთ, თუმცა ეს პიკი არ იქნება აფეთქება
„ორ-სამ კვირაში მივაღწევთ პიკს და ორი-სამი კვირის მანძილზე შენარჩუნდება და თვე-ნახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს მისი პროგნოზია და ემყარება მის პირად გამოცდილებას. „ჩემი პროგნოზით, პიკი იქნება ორი-სამი კვირის შემდეგ, ესაა ჩემი პროგნოზი, რომელიც არ ეფუძნება მტკიცებულებებსა და ამაზე მე თავს ვერ დავდებ. პირველივე დღიდან ჩართული ვარ ამ პროცესებში, ჩემი პროგნოზით, პიკს ორი-სამი კვირის შემდეგ მივაღწევთ, ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი, როგორც გითხარით, რამოდენიმე ათეული შემთხვევით მატება და არა რამოდენიმე ასეულით. ორ-სამ კვირაში მივაღწევთ პიკს და ორი-სამი კვირის მანძილზე შენარჩუნდება და თვე-ნახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ. საქართველო აქედან მინიმალური დანაკარგით გამოვა და შემდეგ მოგვიწევს სოლიდარობა და ერთად ყოფნა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)