|
2020-04-03 10:33:35, 1193 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - ჩვენთან კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის მდგომაროება კრიტიკულია
„ყველაზე მძიმე პაციენტები, რომლებიც ჩვენთან მკურნალობენ, 2 კრიტიკული პაციენტია, რომელთა მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება“, - ამის შესახე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, მათ კლინიკაშ მოთავსებული ახალი პაციენტების წყარო და კონტაქტები ცნობილია. „148 ინფიცირებული პაციენტი გადანაწილებულია 10 მიმღებ დაწესებულებაში, აქედან 40 არის ჩვენი პაციენტი. ახალი პაციენტების წყარო ჩემთვის უცნობია. იმიტომ, რომ ჩვენთან შემოსული ყველა ახალი პაციენტი ჩვენთან არსებული პაციენტეის კონტაქტებია. რუსთავის კლასტერიდან ჩვენთან არცერთი პაციენტი არაა. გუშინ ჩვენთან 11 პაციენტი მოხვდა. აქედან ხუთთან არის პნევმონია, მაგრამ მძიმე არაა მათი მდგომარეობა. შეიძლევა ვთქვათ, საშუალო და საშუალოზე მსუბუქი პაციენტები გვყავს. თუ დაავადება ასე გააგრძელებს მიმდინარეობა და არცერთ პაციენტთან დაავადების პროგრესირება არ მოხდება, ალბათ, მათთან გამოჯანმრთელების საკითხო მალე დადგება. ყველაზე მძმე პაციენტები, რომლებიც ჩვენთან მკურნალობენ, 2 კრიტიკული პაციენტია, რომელთა მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მაგრამ სტაბილიზაციის ნიშნები შეინიშნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)