|
2020-04-01 19:59:17, 1122 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. როგორც მან აღნიშნა, გუშინდელი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იქნა გადაყვანილი, დღის განმავლობაში დასტაბილურდა. „რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. დილის შემდეგ 2 მძიმე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა არ შეცვლილა და მათი მდგომარეობა ჯერჯერობით არასტაბილურია. აქედან გამომდინარე, მათი მდგომარეობის პროგნოზირება შეუძლებელია. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილიზირებულია. გუშინდელი პაციენტი, რომელიც დამძიმდა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადავიყვანეთ, მისი მდგომარეობა დღის განმავლობაში დასტაბილურდა. იმედია, რომ ხვალ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება. ჩვენ გვყავს 33 პაციენტი და ახლა დაგვემატება ეს 2 ახალი პაციენტი. დანარცენების მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სხვადასხვა სიმძიმისაა. უმეტესობა არის მსუბუქი მიმდინარეობიდან, რამდენიმე არის არამძიმე, საშუალო სიმძიმის მიმდინარე პნევმონიით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)