12:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 16:55:06, 2473 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური:კრიმინალი მომატებული არ არის, ეს არის ცრუ ინფორმაციები

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოებს მონახულების შემდეგ, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინალმა იკლო, რადგან ადრე თუ 10 პოლიციელი იყო ერთ ობიექტზე, დღეს 30 პოლიციელია იმ ადგილზე.

„კრიმინალი მომატებული არ არის. ეს არის ცრუ ინფორმაციები. ერთეული შემთხვევები იყო და მთლიანი სტატისტიკით, ბევრად დაკლებულია რიცხვები. იქედან გამომდინარე, რომ 3-ჯერ მეტი პოლიციელია გამოსულ დღეს, ადრე თუ იყო 10 პოლიციელი ერთ ობიექტზე, დღეს - 30 პოლიციელია იმ ადგილზე. აქედან გამომდინარე, დაკლებულია კრიმინალი. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მარნეულშიც, გორშიც და თბილისშიც, თუმცა, ადრე თუ ხდებოდა 10, დღეს ხდება 4-3. პოლიციური რესურსი საკმარისია, თუმცა რეზერვები გვაქვს ჩვენც, თავდაცვასაც. მთლიანად მმართველი გუნდი მუშაობს პარლამენტთან ერთად“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics