|
2020-03-26 11:04:23, 6996 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, მეოთხე პაციენტის მძიმე მდგომარეობას ორმხრივი მძიმე პნევმონია და თანარსებული დაავადება განაპირობებს. „რამდენიმე დღეა ჩვენ გვყავს სამი მძიმე პაციენტი, გუშინ დაგვემატა ერთი ახალი პაციენტი ამ ორი შემოსული პაციენტიდან, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია სუნთქვის უკმარისობით და თანარსებული დაავადება წინადეფიციტური ანემიის სახით. ამ პირთან გუშინდელის შემდეგ, მდგომარეობის პროგრესირება არ ყოფილა და სიტუაცია სტაბილურია. დანარჩენ სამ პაციენტს რაც შეეხება, ერთი ქალბატონი, რომელსაც პნევმონიებთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეა სტაბილურია და შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ, გადაილახა სიმძიმის პერიოდი და გამოსავალი კეთილსაიმედო უნდა იყოს. ერთი არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელთანაც გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ გარდა ორმხრივი პნევმონიისა, აქვს თანარსებული დაავდება, გულის უკმარისობა და მძიმე ნევროლოგიური დაავადება, მასთან კვლავ მძიმე მდგომარეობა რჩება, მაგრამ მკვეთრი გაუარესება არ შეიმჩნევა.მესამე მძიმე ავადმყოფი არის თანარსებული დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია, მასთან დაავადება მინიმალურია, მაგრამ მაინც პროგრესირებს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)