|
2020-03-20 15:39:52, 8184 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - ეპიდემიის შეკავების მთავარი ინსტრუმენტი გახლავთ სოციალური დისტაცირება
„ეპიდემიის შეკავების მთავარი ინსტრუმენტი გახლავთ სოციალური დისტაცირება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა დასრულდა. მისი თქმით, გაიარეს ყველა საკითხი, რაც აქამდე მთავრობის მიერ გატარდა და ყველა გატარებული ღონისძიება შეფასდა დადებითად „გავიარეთ ყველა საკითხი თუ რა კეთდება პრევენციის შეკავების ტესტირების აქტიური ინდენტიფიცირებუის თვალსაზრისით. რამდენადაა ეს ნაბიჯები რასაც ქვეყანა დგამს არის შესაბამისობაში იმ საერთაშრისო რეკომენდაციებთან, რასაც დღეს დიდი ინსტიტუციები იძლევიან. როგორ ვითვალისწინებთ ჩვენს გამოცდილებას ჩიენთისას სამხრეთ კორეისას, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის და შევჯერდით მთელ რიგ შემთხვევებზე. განხილული იქნა სცენარები, რომელიც შემუშავებული იქნა ჯანდაცვის სექტორის მიერ. ასვეე დამოუკიდებლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებმა წარმოადგინეს თავისი ხედვა ე.წ მათემატიკური მოდელირების სხვადახვა ვერსიები, ეპიდემიის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. პრინციპული შეთანხმება გახლავთ ის, რომ რაც დღემდე ქვეყანამ გადადგა ნაბიჯები, ინფექციისა და ეპიდემიის შეკავებასთან დაკავშირბეით, რომ ეს ყველაფერი სწორია. განსაკუთრებული ყურადგება უნდა გამახვილდეს შეკავების ინსტრუმენტების აღსრულებასა და მონიტორნგზე. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველა შეზღუდვის მონიტორინგი, რომ ეს ყველაფერი აღსრულდეს, რამეთუ ეპიდემიის შეკავების მთავარი ინსტრუმენტი გახლავთ სოციალური დისტაცირება. სოციალური დისტანცირება ექსპერტების მიერ ჩაითვალა როგორც ყველაზე მძლავრი მექანიზმი ეპიდემიის შენელებისა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)