|
2020-03-03 12:30:22, 2382 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ყატარს ჩვენს სატრანსპორტო დერეფანთან მიერთების სხვადასხვა კონკრეტულ გზას ვთავაზობთ
ყატარში ვიზიტით მყოფი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყატარის სახელმწიფო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, იასიმ სეიფ აჰმედ ალ სულაითის შეხვდა. შეხვედრაზე ყატარის მხარემ ინტერესი გამოთქვა აბრეშუმის გზის გავლით უფრო მეტად დივერსიფიცირებული სატრანსპორტო გასასვლელი მოიპოვოს, მათ შორის ევროპულ ქვეყნებზე. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ ჩვენს დერეფანთან მიერთების სხვადასხვა კონკრეტული გზა შესთავაზა. „ყატარის მთავრობას აინტერესებს როგორც საქართველოს გავლით სახმელეთო გზების გამოყენება, ასევე ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენება და შავ ზღვაზე გარკვეული ტვირთების გადაზიდვის უზრუნველყოფა. ასევე აინტერესებთ ლოგისტიკურ პროექტებში მონაწილეობა და სხვადასხვა სახის ლოგისტიკური სერვისების განვითარება. დღეს უკვე არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც ყატარული ტვირთი მოძრაობს ჩვენს დერეფანში, მაგრამ გვინდა, უფრო სისტემური ხასიათი მივცეთ ამ ტვირთების მოძრაობას და ყატარელები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში შემოვიყვანოთ. აქედან გამომდინარე, ძალიან პოზიტიური დიალოგი შედგა, რასაც შემდგომში კერძო კომპანიების ჩამოსვლა და კონკრეტული პროექტების შეთავაზება მოჰყვება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ყატარის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრაზე ასევე მოლაპარაკება გაიმართა საჰაერო მიმოსვლის ინტენსიფიკაციაზე. კერძოდ, საუბარი შეეხო დოჰა-ბათუმის პირდაპირი რეისების განხორციელებას სეზონურად. „როგორც იცით, ყატარის ავიახაზები საქართველოს მიმართულებით საკმაოდ მაღალი სიხშირით დაფრინავს - კვირაში 14 რეისს ასრულებს დოჰა-თბილისის მიმართულებით. ჩვენ შევთავაზეთ ბათუმის რეისის დამატებაც, თუნდაც სეზონურად და უახლოეს ხანებში ველოდებით მათგან პასუხს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)