|
2020-02-26 14:39:09, 1144 ნახვა
ეკონომიკა
თამარ არჩუაძე: USAID-თან თანამშრომლობის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული მგზავრის საჭიროებებზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა თამარ არჩუაძემ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა მოაწერეს. ღონისძიებას იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და USAID/Georgia-ს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი დაესწრნენ. მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაღრმავებას მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით, ასევე ინვესტორების მოძიების კუთხით. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, პროგრამა დაეხმარება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლებს უფრო მეტად გახდნენ ორიენტირებული მგზავრის საჭიროებებზე. ასევე, დააკმაყოფილონ აეროპორტის ოპერირებისთვის საჭირო ყველა საერთაშორისო სტანდარტი. ,,დღეს საფუძველი ჩაეყარა ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობას. მოხარულები ვართ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გადამზადდებიან და საერთაშორისო დონის სერტიფიკატებს მიიღებენ ჩვენი თანამშრომლები. ჩვენ ვართ მზარდი კომპანია, დღითიდღე იზრდება აეროპორტის მგზავრთნაკადიც, შესაბამისად იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და პერსონალს სჭირდება, რომ იყვნენ კვალიფიციურად მომზადებულები,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობა, ასევე დაკავშირებულია დამატებით ინიციატივებთან იმერეთის რეგიონში, მათ შორის სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში დასაქმებულის უნარების განვითრებასთან და ზოგადად, ტურიზმის განვითარებასთან, რაც ბაზარზე ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია შექმნას კონკურენტუნარიანი ეკო სისტემა საქართველოს თითოეულ რეგიონში, განავითაროს ადგილობრივი სერვისები და პროდუქტები მის პრიორიტეტულ სექტორებში მომავალი ინტერვენციებისთვის. იმერეთის რეგიონში უნარ-ჩვევების განვითარების, მარკეტინგისა და ინვესტიციების ხელშეწყობით, პროგრამა საზოგადოებასა და კერძო სექტორებს დაეხმარება განავითარონ კონცეფცია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის გზით.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)