|
2020-02-12 16:45:05, 1496 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 4,7%-ით შემცირდა
იანვრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 4,7%-ით შემცირდა. ამის შესახებ განცხადებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს. მათივე ცნობით, იანვრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 74,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3,7 ათასი ტონით ნაკლებია 2019 წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით. „2020 წლის იანვრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 74,7 ათასი ტონა, რაც 3,7 ათასი ტონით ანუ 4,7%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით (78,4 ათასი ტონა). მათ შორის, 2020 წლის იანვრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 42,0 ათასი ტონა (კლება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 9,7 ათასი ტონით ანუ 23%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 32,6 ათასი ტონა (მატება გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 5,9 ათასი ტონით ანუ 18%-ით). საწვავის კატეგორიების მიხედვით 2020 წლის იანვრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 29,8 ათასი ტონა ანუ 70.9%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,0 ათასი ტონა ანუ 28.5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,2 ათასი ტონა ანუ 0.5%. ვეყნების მიხედვით 2020 წლის იანვრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 23,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 22,3 ათასი ტონა (29,8%), თურქმენეთი - 10,6 ათასი ტონა (14,1%); ბულგარეთი - 8,5 ათასი ტონა (11,3%), თურქეთი - 3,7 ათასი ტონა (4.9%), საბერძნეთი - 3,6 ათასი ტონა (4,8%) და სხვ. იანვრის თვეში ტრადიციულად საწვავის იმპორტი და მოხმარება ყოველთვის მნიშვნელოვნად ნაკლებია წლის სხვა თვეებთან შედარებით, აღნიშნული უკავშირდება საახალწლო სადღესასწაულო დღეებს, ზამთრის მკაცრ კლიმატურ პირობებს, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება მნიშვნელოვნად კლებულობს. მომდევნო თვეებში ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად მოიმატებს“, - ვკითხულობთ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)