|
2020-01-31 15:25:14, 2961 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ თამარ არჩუაძე უხელმძღვანელებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ახალი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე წარადგინა. მინისტრის განცხადებით, თამარ არჩუაძეს ავიაციის სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მრავალი წელია ამ დარგის კურატორად მუშაობს. „მინდა, წარგიდგინოთ აეროპორტების გაერთიანების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე - ძალიან გამოცდილი და ახალგაზრდა პროფესიონალი ქალბატონი, რომელიც დარგს კარგად იცნობს. ამ დრომდე თამარი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, დღეიდან კი ახალი ენერგიით შეუდგება „აეროპორტების გაერთიანების" მართვას. ჩვენ ერთად და უფრო ეფექტურად მივხედავთ ჩვენი აეროპორტების ინფრასტრუქტურას", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, პირველი, რაც აეროპორტების გაერთიანების ახალ ხელმძღვანელთან ერთად გააკეთა, სწორედ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დათვალიერება იყო. „როგორც გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ მე უკვე ვიმყოფებოდი თბილისის საერთაშორისო აერპორტში და გარკვეული შენიშვნებიც მქონდა აეროპორტის მმართველი კომპანიის მიმართ. მინდა ვთქვა, რომ „ტავ ჯორჯიამ" ყურად იღო ჩვენი შენიშვნები, მიმდინარებს რემონტი, მოწესრიგდა სველი წერტილები, წესრიგდება ინტერიერი, ავეჯი და ვიმედოვნებ, რომ პროცესი უფრო სწრაფად წავა წინ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ პროცესს, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი დავალება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, უფრო მნიშვნელოვანი და კომპლექსური დავალებაა, რომ დროულად დასრულდეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება და ეს ასეც მოხდება. მისივე განცხადებით, შემოდგომით ჩვენ გვექნება ახალი ტერმინალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ოთხჯერ გაზრდის გამტარუნარიანობას - ეს არის ის აეროპორტი, რომელიც შედარებით დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს ემსახურება და როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეღვათიან ფასებში აძლევს მოგზაურობის საშუალებას. „გარდა ამისა, პირველ რიგში, ჩემი დავალებაა, რომ ვიყოთ უფრო მეტად გახსნილები ახალი ავიაკომპანიების, ახალი ავიარეისების მიმართ და გავაძლიეროთ ღია ცის პოლიტიკა და პრინციპები, რათა უფრო კომფორტულად და უკეთესად ვემსახუროთ როგორც ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ასევე საკუთარ მოქალაქეებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ. თავის მხრივ, როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ახალმა ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ აღნიშნა, მოხარულია, რომ უერთდება გამოცდილ პროფესიონალთა გუნდს. „მინდა, ამ გუნდს შევმატო ის გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ავიაციის სექტორში მუშაობით დავაგროვე. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, ვიყოთ მგზავრზე ორიენტირებული, გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და ვიყოთ რეგიონში საუკეთესოები", - აღნიშნა თამარ არჩუაძემ. შეგახსენებთ, რომ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ გიორგი ჩოგოვაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა დატოვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნულ კომპანიაში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და მას აქვს ახალი გამოწვევა, ჩაბარდება ახალი სფერო.
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
ესპანეთში ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, 19-ს კი ეძებენ
უკრაინა აცხადებს, რომ 2026 წლის I ნახევარში რუსული ჯარების ფრონტზე წინსვლა 2-ჯერ შენელდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)