11:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-30 13:34:51, 2908 ნახვა

სამართალი
შს მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, შეიარაღებული პირის განიარაღების და დაკავების მიზნით, 14 იანვარს ჩატარებული წარმატებული ოპერაციისთვის სასაზღვრო პოლიციის 12 თანამშრომელი დააჯილდოვა.

4 მათგანს ღონისძიებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალი - "მამაცობისათვის", 8 მესაზღვრე კი დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალიონით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის".

დაჯილდოების ცერემონიას მინისტრის მოადგილეები - კახა საბანაძე და ვლადიმერ ბორცვაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თემურ კეკელიძე და მისი პირველი მოადგილე, კახაბერ ჩიქოვანი დაესწრნენ.

ვახტანგ გომელაურმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებისას გამოჩენილი განსაკუთრებული პროფესიული პასუხისმგებლობის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics