|
2020-01-23 18:36:53, 15416 ნახვა
სხვადასხვა
კორონავირუსი - როგორ დავიცვათ თავი
ჩვენს პლანეტას ახალი სასიკვდილო ვირუსი ემუქრება, რომელიც ჩინეთში გამოჩნდა. ეს თემა უკვე რამდენიმე დღეა ერთერთი ყველაზე განხილვადი სიახლე გახდა, რაც არ არის გასაკვირი, მაშინვე გვახსენდება მსგავსი ეპიდემია რომელმაც 2002 წელს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში იჩინა თავი და 800 ადამიანი იმსხვერპლა. 2019 წლის დეკემბერში ვირუსი აღმოაჩინეს ჩინეთის 11 მილიონიან პროვინციის უხანის ცენტრში ხუბეიში. ახალი წლის პერიოდში ოცდაშვიდმა დაავადებულმა საავადმყოფოს დასახმარაებლად მიმართა. 5 იანვრისთვის დაავადებულთა რიცხვი 59 მდე გაიზარდა.თუ გვსურს რომ არავინ დავაავადოთ საჭიროა სწორად დავახველოთ და დავაცემინოთ. ამობეჭდეთ მოცემული ილუსტარცია და თვალში საცემ ადგილას, სახლში ან ოფისში გააკარით. • თავი შეიკავეთ სანამ ქაღალდის ხელსაწმენდს არ მოიძიებთ • დაახველეთ და დააცემინეთ ხელსახოცის აფარების შემდეგ, მაშინვე გადააგდეთ და ხელები დაიბანეთ • აიფარეთ იდაყვი, შემდეგ დააცემინეთ და დაახველეთ • არავითარ შემთხვევაში არ აიფაროთ ცხვირ-პირზე შიშველი ხელისგულები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ხელები გადაიქცევა ბიოლოგიურ იარაღად • ღიად დაცემინება და დახველება არ არის სასურველი (თუმცა თქვენ ეს უკვე იცით) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია არსებულ კორონოვირუსს განიხილავს,როგორც პოტენციურ ებოლას და გვირჩევს მოგზაურობისგან თავის შეკავებას. 22 იანვარს შედგა შეხვედრა სადაც გადაწყვეტენ არსებული ვირუსი წარმოადგენს თუ არა მსფლიო მნიშვნელობის საფრთხეს ჯანდაცვის სისტემაში.
მოამზადა გვანცა ტეტელოშვილმა
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


.png)
ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)