|
2015-07-28 13:06:52, 2201 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ქადაგიძე: პრეზიდენტის ვეტო არის შესაძლებლობა, დეპუტატებმა თავიანთ გადაწყვეტილებას გადახედონ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, პარლამენტის წევრებმა თავიანთ გადაწყვეტილებას გადახედონ. ამის შესახებ ქადაგიძემ ფინანსური სექტორისთვის სამართლებრივი რეგულირებისთვის სახელმძღვანელოს პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტი ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. „გავეცანით საბოლოო რედაქციას, რომელიც პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო. ეს კანონპროექტი არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი, პირველ რიგში სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისითაც. ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ვინაიდან არის უამრავი მუხლი, რომელიც შეიძლება წაიკითხო სხვადასხვაგვარად, რაც სერიოზულ პრობლემას შექმნის სამომავლოდ. ის კონსტიტუციასთან არის შეუსაბამობაში, ასევე შეუსაბამობაშია ასოცირების დღის წესრიგთან. მან კრიტიკის ქარცეცხლი გაიარა ჩვენი პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ნათელია, რომ ამ კანონის მიღების, მისი ინიციატორები ამას არ უარყოფენ, ერთადერთი მიზანია ეროვნული ბანკის დასუსტება, გახლეჩა და საქართველოს პრეზიდენტის როლის შემცირება, როგორც კონსტიტუციის და ძალთა ბალანსის გარანტის“, – აღნიშნა ქადაგიძემ. ამასთან, მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს აქტიური კონსულტაციები ქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშრებით. „ეს კანონი დიდი საფრთხოს შემცველია, ამ კანონის ამ ფორმით მიღება არ შეიძლება, ამას არც ერთი თავმოყვარე ეკონომისტი დადებითად არ აფასებს“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ. ამასთან, ქადაგიძის განცხადებით, საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფა, მნიშვნელოვნად დააზიანებს საბანკო სექტორს, ინვესტორების სამომავლო განწყობას და საბოლოო ჯამში თითოეული საქართველოს მოქალაქე უარყოფით შედეგებს იგრძნობს „ჯიბეზე“.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)