13:59 - 12 Aug, 2026
|
2015-07-27 18:37:23, 2108 ნახვა
კომენტარი
მანანა კობახიძე: გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიური ფესტივალის გახსნას უნდა დასწრებოდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“-ის გახსნას უნდა დასწრებოდა. კობახიძის თქმით, მარგველაშვილი ოლიმპიური ფესტივალის გახსნაზე მიწვეული იყო. « ჩემი აზრით, ღონისძიებაზე პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო და როგორც ვიცი, მოწვეული იყო. ალბათ მან უნდა განმარტოს, რატომ არ მივიდა. არ მგონია, რომ ასეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. ეს ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დედაქალაქი ევროპის ყურადღების ცენტრში მოექცა. კარგად ორგანიზებული იყო და კარგი იქნებოდა, თუკი პრეზიდენტი ღონისძიებაზე იქნებოდა», - აღნიშნა კობახიძემ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)