13:59 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-27 16:39:22, 2153 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
სერგეენკო: სუბსიდირება რეალური დანახარჯების მიხედვით განხორციელდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სუბსიდირების საკითხთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, სუბსიდირება რეალური დანახარჯების მიხედვით მოხდება.

კერძოდ, მინისტრის განმარტებით, ყოველი თვის ბოლოს „ენერგო-პრო-ჯორჯიასთან“  და თელასთან მონაცემთა ბაზის  გაცვლა მოხდება. ამასთან, სერგეენკოს თქმითვე, ყოველთვიურად დაზუსტდება, თუ რამდენი ოჯახი მიიღებს სუბსიდირებას.

„სოციალურად დაუცველი ადამიანების  რაოდენობა სამწუხაროდ 460 ათასის  ფარგლებშია. რაც შეეხება სუბსიდირებას, მიღებული  იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა ის ოჯახი, რომლის შეფასება არის 70 ათასი, ან ნაკლები ქულა, სახელმწიფოსგან გაძვირების გამო, ზედმეტი დანახარჯის  სუბსიდირებას  მიიღებს.   ეს განხორციელდება შემდეგნაირად:  ჩვენ დავამყარეთ მონაცემთა ბაზის გაცვლა თელასთან. თელასი  ყოველი თვის ბოლოს მოგვაწოდებს იმ ადამიანების  რეალურ დენის დანახარჯებს.  მათ შორის უკვე დაანგარიშებულს, რაც იყო ზედმეტი ამ გაძვირების გამო. ჯანდაცვის სამინისტრო დააბალანსებს, მთლიანად გადაიხდის ამ  თანხას. შესაბამისად, რამდენი აღმოჩნდება ასეთი ოჯახი, ეს ჩვენ დაზუსტებულად გვეცოდინება ყოველი თვის ბოლოს. როდესაც მოხდება ბაზების დადარება  სოციალური  მომსახურების სააგენტოს, თელასს და რაიონებში,  ენერგო-პროს შემთხვევაში. მექანიზმი იქნება ასეთი-არაგასაშუალებული სუბსიდირება, არამედ რეალური დანახარჯების მიხედვით სუბსიდირება. სავარაუდოდ, ეს არის მთლიანად  200 ათასის ფარგებლში, თუმცა ყოველ თვე ეს იქნება დაზუსტებული რაოდენობა და ყოველ თვე ერთი ოჯახის სიზუსტით იქნება სუბსიდირება განხორციელებული“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics