17:02 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-26 18:27:28, 4085 ნახვა

სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კიდევ 6 კანდიდატი აარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე პარლამენტისთვის წარსადგენი 6 კანდიდატი შეარჩია.

შერჩეული კანდიდატები არიან: ილონა თოდუა - 10 ხმა; გენადი მაკარიძე - 10 ხმა; ნინო სანდოძე - 10 ხმა; პაატა სილაგაძე - 10 ხმა; გიორგი ტყავაძე - 11 ხმა; თეა ძიმისტარაშვილი - 10 ხმა.

აღნიშნულ კანდიდატთა შერჩევა იმ 50- კაციანი სიიდან მოხდა, საიდანაც 20 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს განსახილველად ზაფხულში წარუდგინა, საიდანაც პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 14 გაამწესა.

საბჭომ დღეს დარჩენილი 32- კაციანი სიიდან კიდევ 6 შეარჩია, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

ვინაიდან, მოსამართლეობის კანდიდატებს უკვე გავლილი აქვთ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, აღნიშნულ პროცედურას მოსამართლეები მხოლოდ პარლამენტში გაივლიან. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ვერ მოხდება აღნიშნული ვაკანსიების შევსება, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics