|
2019-12-23 18:23:44, 2095 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: წყნეთის სამთავრობო აგარაკები მნიშვნელოვანი ობიექტია და იქ შესაძლებელია საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდეს
„უპრეცედენტო პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პირველი ორი კვირა იყო ძალიან წარმატებული და დღეს ვამატებთ ახალ, საინტერესო, მიმზიდველ ობიექტს - ეს არის ე.წ. „წყნეთის აგარაკები", რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოს ბალანსზე იყო, თუმცა, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ობიექტია, რომ შეიძლება აქ საკმაოდ დიდი ინვესტიცია განხორციელდეს" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. დაბა წყნეთში არსებული სამთავრობო რეზიდენცია - აგარაკები პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ დღეს ელექტრონულ აუქციონზე გამოიტანა. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ უნდა აშენდეს სასტუმრო კომპლექსი. შეფასება, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ გააკეთა, 56 მილიონ ლარამდეა - ეს იქნება საწყისი ღირებულება, ობიექტს ასევე მიჰყვება საინვესტიციო ვალდებულება. აუქციონი ყველაზე კარგი გზაა, რომ გავტესტოთ, რამდენად ობიექტურია ფასი და რამდენად მიმზიდველია ობიექტი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. წყნეთის სამთავრობო რეზიდენცია 89,978 კვ.მ. ტერიტორიაზეა განთავსებული. საინვესტიციო პირობებით, მყიდველი ვალდებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიასა ან მის ნაწილზე ააშენოს სასტუმრო და/ან საცხოვრებელი კომპლექსი. ამასთან, მყიდველს შეუძლია განახორციელოს არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. ინვესტიცია, რომელიც მყიდველმა პროექტში უნდა განახორციელოს, არანაკლებ 20 მლნ ლარია.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)