|
2015-07-24 19:04:40, 978 ნახვა
სამხედრო
უნივერსიტეტები ქართველი ჯარისკაცების განათლებაზე იზრუნებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მინისტრის მოადგილეები საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. თინათინ ხიდაშელი, დავით ებრალიძე, ანა დოლიძე და ბესიკ ლოლაძე უნივერსიტეტების რექტორებთან საგანმანათლებლო საკითხებზე დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნივერსიტეტებთან ნაყოფიერად უნდა ითანამშრომლონ და მათი ცოდნა და გამოცდილება სათანადოდ გამოიყენონ. „ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ყველა უნივერსიტეტთან თანამშრომლობა, დაწყებული იმ უნივერსიტეტებით, რომლებსაც სამხედრო უსაფრთხოების საკითხებზე მაგისტრატურა აქვთ, დასრულებული სამხედრო აკადემიით, რომელიც თვდაცვის სამინისტროსთვის შეიძლება მნიშვნელოვან პარტნიორად ვიგულოთ, როცა ვსაუბრობთ ჯარის პოპულარიზაციაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე და ა.შ. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა იყო. ძალიან ბევრ თემას შევეხეთ, მათ შორის თავდაცვის აკადემიასთან თანამშრომლობით ახალი სამაგისტრო პროგრამების მომზადების საკითხს. ვისაუბრეთ კურსებზე, რომლებიც შეიძლება ჩვენმა ჯარისკაცებმა გაიარონ უნივერსიტეტებში, საჯარო ლექციებზე, რომელსაც ეს უნივერსიტეტები, სავარაუდოდ, ჩაატარებენ სამხედრო ნაწილებში. ეს თანამშრომლობა არ უნდა იყოს ფრაგმენტული, ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს და საზოგადოების სრული სპექტრი და სეგმენტი მოიცვას, რათა ჯარი გახდეს ერთიანი ქართული საზოგადოების ნაწილი“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. თავდაცვის სამინისტროს და მინისტრის ინიციატივებს დადებითად აფასებენ უნივერსიტეტების რექტორები. ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ ჯარისკაცების განათლების საკითხში ჩაერთნენ და სამინისტროსთანაც აქტიური კომუნიკაცია შეინარჩუნონ. „ქალბატონმა თინამ შემოგვთავაზა თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. მათგან ბევრი ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. საკითხების სპექტრმა აჩვენა, რომ თავდაცვის სამინისტრო დიდი მონდომებითა და სერიოზულობით განიხილავს ჯარისკაცების განათლების საკითხს. ჯარში ინტელიგენციამ და უნივერსიტეტებმა უნდა ჩაატარონ ლექციები, სემინარები. შევთანხმდით, რომ ჩვენს შორის კომუნიკაცია იქნება და უაღრესად მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ. „ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა. შევთანმხმიდით, რომ ერთად ვიმუშავებთ. ყველაზე სასიამოვნო იყო ის, რომ სამინისტროსა და ქალბატონი თინას მხრიდან ვიგრძენით მზაობა, რომ ქვეყანაში თავდაცვის სფეროში ბევრი მნიშვნელოვანი რამ უნდა გაკეთდეს. ჯარისკაცებისთვის მხოლოდ კარგი გაწვრთნა და შეიარაღება არ არის საკმარისი, მათ კარგი განათლებაც უნდა ჰქონდეთ,“- განაცხადა ქუთაისის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა ლელა ქელბაქიანმა.
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)