18:20 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 10:08:40, 1242 ნახვა

სამართალი
მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს, ბრალს დღეს წარუდგენენ

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.

გამომძიებელი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატების თქმით, ჩოლოიანი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

როგორც დაკავებულის ადვოკატი, თეონა გვაზავა აცხადებს ჩოლოიანის მხრიდან არასრულწლოვნის მიმართ იძულება, მუქარა ან სხვა უკანონო ქმედება არ განხორციელებულა.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics