|
2015-07-23 17:23:19, 3077 ნახვა
Lifestyle
ალექსანდრე ელისაშვილი: კატეგორიულად მოვითხოვ, სოსო ჯაჭვლიანმა დატოვოს პარლამენტი
როგორც მოქალაქე და გადასახადის გადამხდელი კატეგორიულად მოვითხოვ, რომ სოსო ჯაჭვლიანმა დატოვოს პარლამენტი, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოსო ჯაჭვლიანის გუშინდელ განცხადებას. „მე, როგორც მოქალაქე და როგორც გადასახადის გადამხდელი კატეგორიულად მოვითხოვ რომ დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა დატოვოს საქართველოს პარლამენტი ! გუშინ რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ არც სასაცილოა და არც მხოლოდ სამარცხვინო, ეს არის დაუშვებელი ! კარგი იქნება თავად თუ გააცნობიერებს ბატონი ჯაჭვლიანი გუშინდელი ფაქტის სიღრმეს და თავად იტყვის მანდატზე უარს. არ მინდა უხერხულობასა და სირცხვილში და აქედან გამომდინარე ქვეყნის იმიჯის შებღალვაში - ვიხდიდე ყოველ თვე ათასობით ლარს“, - წერს ალექსანდრე ელისაშვილი. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შემდეგი განცხადება გააკეთა: „მოგახსენებათ იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ გვენატრება 37 მანეთიანი ბილეთები და ათ მანეთიანი ბოზები. ბატონო კაკო ის 37 მანეთი მაშინ და ახლაც ჩემთვის 500 ევროიანი იყო. მე მსყიდველობით ვანგარიშობ. მე ბოზებში არასოდეს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო ათი მანეთის გადახდა, მე ათი მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონ ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები – მე ერთგული მეუღლე ვარ. ეს თქვენი გუნდი დადიოდა ამ "იბიარდზე" 10 წლის განმავლობაში. ეს "იბიარდობა" ეტყობა ქვეყანას. ამიტომ ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია. ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება გავაკეთოთ“,-განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ მას კორექტულობისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, თუმცა უშედეგოდ. მოგვიანებით კობახიძემ საკუთარი Facebook-ის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და საზოგადოებას ჯაჭვლიანის გამოსვლის გამო ბოდიში მოუხადა. „ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა თანაგუნდელობა, თანაპარტიელობა არ მზღუდავს ....პირიქით, მავალდებულებს კიდეც... მე ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ამომრჩევლებს, ჩვენს მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს, განსაკუთრებით, ყველა ქალს, ვინც დარბაზში იჯდა ან ეთერში გვისმენდა, შეიძლება არც გვისმენდა, განურჩევლად მათი სტატუსისა, ასაკისა, მდგომარეობისა, იმ უხამსი შინაარსის გამონათქვამებისთვის, რაც ბატონი სოსო ჯაჭვლიანის განცხადებაში იყო და ჩემი აზრით, ყოველგვარი იუმორის, ხუმრობის ფარგლებს ცდება( თუკი ამ შემთხვევაში იუმორით ვინმე შეეცდება მის გამართლებას) ვწუხვარ რომ მე, როგორც სხდომის წამყვანმა ვერ შევძელი მისი შეჩერება, ჩვენ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, ვიდრე იმ ადამიანებს, ვისაც საპარლამენტო ტრიბუნიდან ვეპასუხებით, დღეს მე პირადად შემრცხვა ჩემი კოლეგის გამო და არ მრცხვენია ამის აღიარების!“, - ნათქვამია კობახიძის განცხადებაში.
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)