|
2015-07-23 16:20:11, 2138 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: 1993 წლიდან ჩვენამდე დევნილებისთვის არცერთი ბინა არ აშენებულა
„1993 წლიდან ჩვენამდე დევნილებისთვის არცერთი ბინა არ აშენებულა“,-ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. სუბარის თქმით, ყველა დევნილი ოჯახი, ვისაც ბინა ეკუთვნის-მიიღებს, თუმცა ეს რიგოთობის დაცვით მოხდება. „თბილისში არც ერთი ბინა არ აშენებულა 1993 წელს. პირველი შესახლებები რომ მოხდა იმის შემდეგ, პირველად ჩვენ დავიწყეთ ძალიან ფართომასშტაბიანი მშენებლობები. ბინას ყველა მიიღებს, ვისაც ეკუთვნის, ოღონდ რიგითობა კანონით იქნება დაცული. ვერანაირი აქციებით ვერ მოახდენენ ზეგავლენას ამ რიგითობაზე. ნებისმიერი რიგითობის დარღვევა ნიშნავს იმას, რომ ვიღაც უფრო გაჭირვებული დაიჩაგრა. ვერ დავჩაგრავთ ვერავის იმის გამო, რომ ვიღაცას აქციის მოწყობის სურვილი უჩნდება“,-განაცხადა სუბარმა.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)