23:39 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 17:55:58, 1736 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - როგორც შევპირდით მოსახლეობას, გაზის მოხმარების რეგულაციების ნაწილი გამკაცრებულია

„პირველ რიგში, მინდა დიდი მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალბატონის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს.  ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ  ჩვენი ექიმების დახმარებით, ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კო მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ნაძალადევში, დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.

მინისტრის თქმით, რაც შეეხება გაზის მომხმარების რეგულაციების გამკაცრებას, რეგულაციების ნაწილი გამკაცრებულია , გაზის ლიცენზიანტი კომპანიები მკაცრად ამოწმებენ  ბინებს და ხსნიან თვითნაკეთ და კუსტარულად დამონტაჟებულ მოწყობილობებს.
„რეგულაციების ნაწილი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს, ეს პაკეტი უკვე შემუშავებულია და გადაგზავნილია მთავრობაში. ამ ეტაპზე მიდის განხილვა, რადგან საკმაოდ კომპლექსური საკითხია,  აქვს თავისი სოციალური დატვირთვა და ჩვენ ყველა შედეგი წინასწარ უნდა გავთვალოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ და როგორც საკუთარი, ისე მეზობლების სიცოცხლის გაფრთხილებისკენ.

„კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ ძალიან ფრთხილად მოეკიდონ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მეზობლების სიცოცხლეს. მინდა გთხოვოთ, რომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ  გაზის მოხმარების წესებს , დავიცვათ ეს წესები და არ მივაერთოთ უკვე ერთხელ ჩახსნილი დანადგარი თვითნებუროდ, რომ მომავალში თავიდან ავირიდოთ ფატალური შედეგები", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics