|
2019-12-09 10:30:00, 1072 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ვიტოვებ იმედს, რომ გუნდში შეთანხმება შედგება
„მე გუნდის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ და ვიტოვებ იმედს, რომ გუნდში შეთანხმება შედგება“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომპრომისზე იმიტომ წავიდა, რომ სურდა ქუჩაში არსებული არეულობა დასრულებულიყო, თუმცა პირიქით მოხდა. „მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია, მე გუნდის დაშლის საფრთხეს ვერ ვხედავ და ვიტოვებ იმედს, რომ გუნდში შეთანხმება შედგება. ეს სავალდებულოც არის, უნდა გამოინახოს კომპრომისი, რადგან მე არაერთხელ წავედი კომპრომისზე ამ საკითხში. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2024 წლისთვის პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა გადაწყდა, მე მქონდა არაერთი საწინააღმდეგო განცხადება. ამ ნაბიჯის გადასადგმელად პირველი აუცილებელი პირობაა, რომ ქვეყანაში იყოს ძლიერი თვითმმართველობა, რაც დღეს არ გვაქვს. მაშინ ითქვა, რომ 2024 წლისთვის შეიცვლებოდა სიტუაცია, მაგრამ ეს პირობა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღი შეიცვალა. როდესაც ზაფხულში ხელახლა დადგა ეს საკითხი, მე კიდევ ერთხელ წავედი კომპრომისზე, რადგან რთულ ვითარებაში მნიშვნელოვანი იყო გუნდის ერთიანობა. ქუჩაში იყო დაძაბული ვითარება, ოპოზიციურ სპექტრს ჰქონდა თავისი მოთხოვნები, საზოგადოების დიდ ნაწილს ჰქონდა მოლოდინი სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით და მე დავთანხმდი ამ ინიციატივას. მე წავედი კომპრომისზე იმიტომ, რომ იყო მოლოდინი, რომ ქუჩა დამშვიდდებოდა, მაგრამ რა მივიღეთ,გაგრძელდა არეულობა, მასშტაბური აქციები და ლანძღვა-გინება, თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, საჯარო მოხელეების შეურაცხყოფა, გადაუარეს რწმენას, არ დაინდეს პატრიარქი და ახლა მე ვისმენ, რომ პროპორციული სისტემით სწორედ ამ პარტიებმა უნდა დააკომპლექტონ პარლამენტი და მართონ ქვეყანა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)