19:53 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 11:17:00, 1178 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან ურსე: მხარეებს შორის დიალოგი კარგი ნაბიჯია, ვიმედოვნებ, პოზიციების გაცვლა გაგრძელდება

„ევროპის საბჭოს“ ოფისის ხელმძღვანელის კრისტიან ურსეს განცხადებით, მისასალმებელია ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ურსეს თქმით, დიალოგი პროცესის პარალიზებას შეამსუბუქებს.

„დიალოგის ფორმატში მოხდა პოზიციების დაფიქსირება და აზრთა გაცვლა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი პოლარიზაციის შემსუბუქების და შერბილების კუთხით. ვიმედოვნებთ, რომ დიალოგი გაგრძელდება და ასევე პოზიციების გაცვლაც," - აღნიშნა ურსემ.

მისივე განცხადებით, საქართველო გადადის სრულიად პროპორციულ სისტემაზე, რაც უკვე ასახულია კონსტიტუციაში

ურსე მხარეებს მოუწოდებს, კონცენტრირდნენ არსებულ რეალობაზე და 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირეულ დიალოგზე ფოკუსირდნენ.

"პრინციპის დონეზე საქართველო გადადის სრულიად პროპორციულ სისტემაზე, ეს უკვე ასახულია კონსტიტუციაში და ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოების რეკომენდაციებიც ამ მიმართულებით იყო. ასე რომ ეს არის არსებული რეალობა და ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ დიალოგზე და მიმდინარე პროცესზე," - აღნიშნა ურსემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics