|
2019-12-02 15:53:11, 1786 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე: იმ მეთოდებით, რომლითაც ივანიშვილი მართავს ქვეყანას, საქართველოს მომავალი არ გააჩნია
„ივანიშვილის რუსული მენტალობით, რომლითაც ის ქვეყანას მართავს, საქართველოს მომავალი არ გააჩნია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „თიბისი ბაკის“ საქმეზე სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. ხაზარაძის თქმით, გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის საქართველოდან წასვლაა. „გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ერთია, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გაიაზროს და დატოვოს ქვეყანა. მისი რუსული მენტალობით, იმ მეთოდებით, რომლითაც ის ქვეყანას მართავს, საქართველოს მომავალი არ გააჩნია. ამიტომ ვიდრე ქვეყანა შევიდა ღრმა კრიზისსა და დაპირისპირებაში, მას აქვს შანსი, ეს ყველაფერი აირიდოს. ის ზღაპრები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ მისი ინტერვიუდან და ის გაუგონარი ფანტაზია, რომელიც არაფერში არ ეტევა, ამ ფანტაზიასთან ერთად უნდა გაემგზავროს ამ ქვეყნიდან. ვისითაც გვაშინებს იმას ელაპარაკოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენ დაგვანებოს თავი. ჩვენ ავაშენებთ ახალ ქვეყანას. შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და ეს ქვეყანა იქნება წარმატებული“,-განაცხადა ხაზარაძემ.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)