|
2019-12-02 14:33:00, 1745 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე: „ქართული ოცნება“ მოსამართლეთა სიის „გაპარებას“ გეგმავს, სია უნდა ჩავარდეს
"ქართული ოცნება" აპირებს პოლიტიკური დაძაბულობის, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, შექმნილი ვითარების ფონზე ისევე, როგორც შარშან გააპაროს მოსამართლეთა სია“,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, „კლანის“ მიერ წარდგენილი სიიდან თუნდაც ერთის შეშვება უზენაეს სასამართლოში დაუშვებელია, რადგან ხელისუფლების მიზანი არის ბოლომდე გააკონტროლოს უზენაესი სასამართლოს ყველა პალატა. „დაუშვებელია საბჭოს ამ შემადგენლობის კლანის მიერ წარდგენილი სიიდან თუნდაც ერთი კანდიდატის შეშვება უზენაეს სასამართლოში, ვინაიდან ხელისუფლების მიზანიც სწორედ ეს არის, ბოლომდე გააკონტროლოს უზენაესი სასამართლოს ყველა პალატა. "ქართული ოცნება" აპირებს შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე ისევე, როგორც შარშან გააპაროს მოსამართლეთა სია. ეს კანდიდატები, ყველანი არიან კომფორტულნი "ქართული ოცნების" ბიძინა ივანიშვილის და აი ამ კლანისთვის, რომელიც ხელისუფლებას მართავს. საქართველოს პარლამენტარებო, ნუ დააყენებთ საფრთხის ქვეშ თქვენი შვილების და მათი მეგობრების მომავალს და ნუ გაწირავთ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოსთვის თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს. სია უნდა ჩავარდეს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)