17:48 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 15:53:41, 741 ნახვა

ეკონომიკა
აფხაზეთი რუსეთისთვის ღვინის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი გახდა

აფხაზეთი რუსეთისთვის ღვინის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გახდა. რუსული მედიის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში აფხაზეთიდან რუსეთში 7,7 მილიონი ლიტრი ღვინო შევიდა, რაც წინა მაჩვენებელს 26,3%-ით აღემატება.

ამის მიზეზად რუბლის გაუფასურების გამო ევროკავშირიდან რუსეთში ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვნად დაცემა სახელდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი, იმპორტიორებს შორის პირველად აფხაზეთის მიმწოდებელი კომპანია “მისტრალ ალკო” დაწინაურდა.

ამასთან, დაეცა ისეთი მიმწოდებელი ქვეყნების მაჩვენებლები, როგორებიცაა – ესპანეთი (24,6%-ით, 12,6 მლნ ლიტრით), იტალია (33,8%-ით, 10,9 მლნ ლიტრით), საფრანგეთი (51,1%-ით, 10 მლნ ლიტრით). რუსეთში ღვინის იმპორტი ორჯერ შემცირდა გერმანიიდან არგენტინიდან და აშშ-დან. ათეულობით მსხვილი იმპორტიორებიდან წლის პირველ ნახევარში მაჩვენებლის გაზრდა მხოლოდ ერთმა – აფხაზეთმა შეძლო. გამოცემა rbc.ru წერს, რომ ამ ეტაპზე, აფხაზეთი რუსეთის ღვინის იმპორტიორებს შორის, “ღვინის დიდი სამეულის” (ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი) შემდეგ, მეოთხე ადგილზეა. აქამდე ღვინის იმპორტით აფხაზეთს ისეთი ქვეყნები უსწრებდნენ, როგორებიცაა ჩილე, უკრაინა, მოლდოვა და ბულგარეთი. გასულ წელს რუსეთში ღვინის იმპორტით ბევრად მაღალი პოზიცია ეკავა საქართველოსაც. საქართველოდან იანვარ-ივნისის პერიოდში რუსეთში 6,5 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 63%–ით ნაკლებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics