|
2019-11-20 14:26:23, 16077 ნახვა
Lifestyle
2 წლის მანძილზე McDonalds-ის თანამშრომელი კლიენტებს ზედმეტ „ნაგეთსს“ ჩუქნიდა
Heart Half Full პოდკასტის ავტორმა კოუდი ბონდარჩუქკმა სოც. ქსელ „ტვიტერზე“ შემდეგი სტუსი დაწერა: "I worked at McDonald’s for two and a half years and I put 11 nuggets in almost every 10-piece I made" ("მაკდონალდსში ორწელიწადნახევრის მანძილზე ვმუშაობდი და თითქმის ყოველჯერზე ათის მაგივრად თერთმეტ "ნაგეთსს" ვდებდი) ახალგაზრდა მამაკაცის პოსტმა 890 000 მოწონება და 78 000 გაზიარება მოაგროვა. მას უკვე "ფან-კლუბი" ჰყავს, სადაც მასზე "მემებს" აკეთებენ. სოც.ქსელის მომხმარებლებმა ბონდარჩუკი "მშიერთა მფარველ ანგელოზად","ცხიმიან გმირად" და "ნაგეთსების" რობინ ჰუდად შერაცხეს. სწრაფი კვების ყველაზე გლობალურ რესტორნების ქსელს ამ ფაქტის შესახებ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, მაგრამ ცნობილია შემთხვევები, როცა McDonald’s-ი საკუთარ თანამშრომლებს ამდაგვარი "შეცდომების" გამო ფულად ჯარიმებს უწესებდა. როგორ მოიქცევა ის ამ შემთხვევაში უცნობია, მაგრამ მიახლოებითი დათვლებით ბონდარჩუკმა თავისი "ქველმოქმედებით" კვების ქსელს 2000$-მდე ზარალი მიუყენა. „იმედი მაქვს, რომ როცა ისინი (მომხმარებლებს) ზედმეტ "ნაგეთსს" ხედავდნენ ოდნავ იღიმებოდნენ“, - წერს კოუდი ბონდარჩუკი "ნაგეთსების რობინ ჰუდი".
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)