|
2019-11-19 22:07:21, 2642 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ქოცები იქცევიან ველურებივით
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აქციაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ „ქოცები“ არიან ხელისუფლებაში, მაგრამ იქცევიან როგორც ველურები. „ქოცები“ არიან ხელისუფლებაში, მაგრამ იქცევიან როგორც ველურები. ჩვენ ოპოზიციაშივე უნდა ვანახოთ მაღალი სტანდარტი, სტანდარტი ღირებულებების ერთგულების, სტანდარტი ერთმანეთთან ოპონირების და სტანდარტი საერთო თამაშის ერთგულების, რადგან დღეს ამდენი განსხვავებული პოლიტიკური ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი ერთ აზრზეა. ერთადერთი რაღაც გვინდა, რომ გვქონდეს სამართლიანი, თავისუფალი თამაშის წესები. უნდა შევძლო, სამართლიან პირობებში დავამარცხო თუნდაც, ეს პარტია ან ის, იმან დამამარცხოს მე. სულერთია, მთავარია, ჩვენ ყველას გვჭირდება თამაშის წესი და ეს თამაშის წესი აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ხელფასები გაიზარდოს; თუ უნდათ იმ პოლიციელებსაც, ხელფასები გაეზარდოთ, ისე კი არა, წინასაარჩევნოდ სამადლოდ რომ გადმოგიგდებთ ახლა ღარიბაშვილი თუ რაც ქვია, ივანიშვილი, არამედ ეს იყოს დემოკრატიის, თავისუფლების საფუძვლებზე დაყრდნობილი და დამყარებული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)