|
2019-11-19 15:40:33, 2155 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ხუნდაძის ინიციატივაზე: მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს
„საკანონმდებლო ჭრილში ასეთი პროცესის ინიცირება არის გაწერილი კანონით და ამ კანონის გარეშე, შეუძლებელია ასეთი ინიციატივის განხორციელება“ , -ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის, ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით. თალაკვაძის თქმით, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს. „მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს და როგორც ხუნდაძემ განაცხადა, ეს არის იმ მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივა და პოზიცია, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს, სამწუხაროდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია, მაგრამ საკნონმდებლო ჭრილში ასეთი პროცესის ინიცირება არის გაწერილი კანონით და ამ კანონის გარეშე, შეუძლებელია ასეთი ინიციატივის განხორციელება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)