01:34 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-18 21:35:15, 1563 ნახვა

სამართალი
ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

პარლამენტთან, საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებული პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

„ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოვცხადდები, თუ დამიძახებენ. გასაგებია, რომ გამათავისუფლეს იმის გამო, რომ მეტ-ნაკლებად ცნობადი სახე ვარ, თორემ იქ არიან ადამიანები, რომელთაც ასევე, არაფერი დაუშავებიათ. დიდი ალბათობით, ყველას გადაიყვანენ „კაპეზეზე“ და ხვალ იქნება ალბათ ერთობლივი სასამართლო“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება დაკავების მიზეზს, ჯაფარიძე ამბობს, რომ ოფიციალურად ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, თუმცა მისი შეფასებით, ეს პოლიტიკური ტერორის გამოხატულებაა.

„ფორმალური მოტივი, რაც უწერიათ, არის ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა, რომელზეც უკვე მეოცედ მაკავებენ, მაგრამ რეალურად, დაკავება იყო იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ტერორი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჩვენ ვიყავით ჩიტაძეზე, პიკეტირებას ვახდენდით პარლამენტის შესასვლელის, რა დროსაც ზემოდან დაიძრა სპეცრაზმი. ჩვენ დავჯექით ქვაფენილზე, იმედი გვქონდა, რომ არ გადაგვივლიდნენ ზემოდან, თუმცა შეგვეშალა, გადაგვიარეს. ტკეპნიდნენ უბრალოდ ადამიანებს. დამაკავეს იმის გამო, რომ სპეცრაზმს ვაკავებდი, რომ ადამიანები არ გაეჭყლიტათ, მაგრამ მერე გადამათრიეს უკან, ხელები ამომიტრიალეს და ჩამსვეს მანქანაში. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ტერორი. გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად არის არალეგიტიმური, რომელმაც გადააგდო ყველა და ყველაფერი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას მომავალი არ გააჩნია, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება და არ გვეყოლება ლეგიტიმური ხელისუფლება, თუნდაც სრულიად იდიოტებით იყოს ის დაკომპლექტებული“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, დღეს აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა სულ 18 პირი დააკავეს. ოფიციალური მონაცემებით, პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაშავდა 3 ადამიანი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics