|
2019-11-14 16:50:08, 1394 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია: შესაძლებელია ახალი ცვლილებების მომზადება, კონსესუსის მიღწევა თუ ივანიშვილი მოინდომებს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია შეუერთდა. ბესელია დარწმუნებულია, რომ აქციაზე ბევრი ადამიანი მივა და დაახევინებს ხელისუფლებას უკან. ეკა ბესელიას განცხადებით, ახლა ხელისუფლება აკვირდება, როგორია ხალხის განწყობა. მისივე თქმით, ამ ვითარებიდან გამოსავალი არსებობს - კანონპროექტის კორექტირებული ვარიანტის ხელახალი ინიცირება. „ამ მოედანზე, სადაც ჩვენ გვახსოვს ბევრი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ახლაც დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა და იტყვის, რომ ამ მოწონს ის რაც ხდება და დაახევინებს ხელისუფლებას უკან, რომელიც ახლა აკვირდება, როგორი იქნება ხალხის განწყობა და რამდენად პრინციპული იქნება ეს ერთობა. ეს ი მომენტია, როდესაც არ უდა გაუვიდეს არავის საკუთარი ხალხის ნერვების გამოცდა. ცვლილება განსახორციელებელია, არ ვარგა ვადამდელი არჩევნები, რისთვისაც უბიძგებს ახლა მმართველი პარტია ამ პოლიტიკურ პროცესს, იმიტომ, რომ ყველა მინუს ერთი ლაგდება და ესეთი მოცემულობა, როცა ყველა შენს წინააღმდეგაა, ნიშნავს, რომ ლეგიტიმაციას კარგავ. ძალიან სარისკო ნაბიჯია და მე ვურჩევ ივანიშვილსაც და იმ გუნდსაც, რომელიც ჩემთვის ცოტა ხნის წინ იყო საერთო გუნდი, ასე მოქცევა სრულდება ძალიან დიდი მარცხით და ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს. ხელახლა შეიძლება ამ ყველაფერის ინიცირება, შესაძლებელია ახალი ცვლილებების მომზადება, კონსესუსის მიღწევა თუ ივანიშვილის მოინდომებს,“ - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი.
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)