02:32 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-09 14:29:54, 1694 ნახვა

სამართალი
ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ყაჩაღობის 3 ეპიზოდზე და ბრალდებული ლ.ხ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ.ხ. 2019 წლის 6 აგვისტოს, ქ.თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე შპს "რომპეტროლ საქართველოს" ავტოგასამართ სადგურზე, იარაღით თავს დაესხა  ბ. ჩ.-ს, ბ.ჩ.-ს და გ. ზ.-ს, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში  ძალადობის გამოყენების მუქარით  გასტაცა მათ 560 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ასევე დადგინდა, რომ  ლ.ხ. 2019 წლის 10 აგვისტოს,  დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს მაღაზია „ეკო მარკეტში"  და  დიდი დიღმის გამოსასვლელთან  მდებარე სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" ავტოგასამართ სადგურზე, იარაღით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში  ძალადობის გამოყენების მუქარით,  თავს დაესხა ქ.მ.-ს , ა.მ.-ს და ა.მ.-ს,  გასტაცა მათ   711.20 ლარი  და მიიმალა. 

სამართალდამცველებმა ლ.ხ.  2019 წლის 10 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება 3 ეპიზოდზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით  (ყაჩაღობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.ხ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 5  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics