|
2019-11-08 13:16:44, 18103 ნახვა
კულტურა
ჭვანის ხეობის მუსიკალურ საღამოს ბათუმმა უმასპინძლა
ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა ჭვანის ხეობის ფოლკლორულ საღამოს „ჭვანა - ერთი ხეობის ფოლკლორი“ უმასპინძლა. გამოფენა-კონცერტზე, 1930-იან, 50-იან და 70-იან წლებში ჭვანის მუსიკალურ ხეობაში ჩაწერილი ტრადიციული, მრავალხმიანი სიმღერები გაცოცხლდა. ღონისძიება ჭვანის ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფციის პრეზენტაციით გაიხსნა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი თავმჯდომარემ საზოგადოებას ხეობაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმა გააცნო, რაც ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტურისტული მიზიდულობის ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მუსიკალური ცენტრის ფოიეში გამოფენილი ჭვანის ხეობის ისტორიისა და ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები დაეთვალიერებინათ. კონცერტი, რომელზეც საზოგადოებამ ხეობაში აღდგენილი, ტრადიციული ზეპირსიტყვიერების, ცეკვისა და ინსტრუმენტული მუსიკის ნიმუშები იხილა, საპატიო ჭვანელისა და საპატიო შუახეველის დაჯილდოებით დასრულდა. საპატიო ჭვანელის ტიტული ჭვანის ანსამბლის ხელმძღვანელ ტარიელ ბოლქვაძეს გადაეცა, რომელმაც ანსამბლისთვის 10,000 ლარიანი დაფინანსება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან მიიღო. საპატიო შუახეველის ტიტული კი ნოდარ ქათამაძემ მიიღო. საღამო „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XIV საერთაშორისო ფესტივალი“-ს ფარგლებში ჩატარდა. (NS)
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)