|
2015-07-18 14:05:49, 2388 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ანდრო ბარნოვზე: მივმართავ პოლიციას, აღკვეთეთ მსგავსი პროვოკაციები
ასეთი ქმედებები არის მიუღებელი; მივმართავ პოლიციას, დაიცავით კანონი, დაიცავით საკუთარი მუნდირი და ღირსება და აღკვეთეთ მსგავსი პროვოკაციები,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვის პოლიციელთან დაპირისპირების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფო არ დაუშვებს პროვოკაციებს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. "რაც შეეხება ბოლოს განვითარებულ მოვლენებს, ეს იყო გარკვეული პროვოკაცია, რასაც გარკვეულმა ჯგუფებმა ასევე პროვოკაციით უპასუხეს. ეს არის საფრთხილო საქმე და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავს პროვოკაციებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარედან მომდინარეს. ეს არის პრინციპული საკითხი. ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგე ვინმე ბარნოვის ქმედება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ხელისუფლების წარმომადგენელს, პოლიციელს. მე მივმართავ პოლიციელებს ასეთი ტიპის პროვოკაციები დაუყონებლივ აღკვეთონ. პოლიციელმა უნდა დაიცვას თავისი მუნდირი და ღირსება. ეს პოლიციელი, ბარნოვისგან და მისი ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, იბრძოდა აგვისტოს ომში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მთავრობის მეთაურის განმარტებით, საქართველოს საზღვრები არის საერთაშორისო ნორმებით დადგენილი და იგი არ გადაიხედება. "არსებობს საერთაშორისო ნორმებით დადგენილი და მსოფლიოს მიერ აღიარებული საზღვრები და ეს საზღვრები არ გადაიხედება, ეს არის რეალობა, რომელიც არ შეიცვლება არასდროს. საქართველო თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს, შევალთ აფხაზეთში და ოსეთში და ჩვენს დებთან და ძმებთან ვიცხოვრებთ მშვიდად, ეს არის ისტორიული კანონზომიერება, რასაც მივაღწევთ ჩვენი კონსტრუქციული, მშვიდობიანი პოლიტიკით", - აღნიშნა პრემიერმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თამვჯდომარე ანდრო ბარნოვი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ბარნოვმა ის ადგილი მოინახულა, სადაც რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს. ბარნოვი საზღვარზე მდგარ პოლიციელს სიტყვიერად დაუპირისპირდა. იგი მას ახსნა განმარტებას სთხოვდა, თუ რატომ არ იცავდნენ საზღვარს ქართული სპეცდანაყოფები და როგორ მოახერხეს რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გადმოწევა.
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)