|
2015-07-18 10:02:02, 852 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკარგული 12 წლის გოგონები იპოვეს
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკარგული 12 წლის გოგონები იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მოქალაქეებმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს იმის შესახებ შეატყობინეს, რომ ე.წ „მოცეკვავე შადრევნებთან“ იმყოფებოდნენ 12 წლის გოგონები, რომლებიც ქართულად ვერ საუბრობდნენ, ტიროდნენ და სავარაუდოდ დაკარგულები იყვნენ. „პატრულ-ინსპექტორები შეხვდნენ მოზარდებს, რომლებმაც მხოლოდ იმის თქმა შეძლეს რომ სომხეთიდან ბათუმში ჯგუფთან ერთად ავტობუსით არიან ჩამოსულები და დაიკარგნენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მთელი ქალაქის მასშტაბით საერთაშორისო ნომრებით მოძრავი ავტობუსები გადაამოწმეს, რის შედეგადაც, რამდენიმე წუთში სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ აღმოაჩინეს სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული ავტობუსი, რომელშიც იმყოფებოდნენ ერევნიდან გასტროლებზე ჩამოსული ანსამბლის წევრები. ანსამბლის ხელმძღვანელობისგან გაირკვა, რომ ისინი ქობულეთიდან ექსკურსიაზე ბათუმში ჩამოვიდნენ, რა დროსაც, ქალაქის დათვალიერებისას ორი გოგონა დაეკარგათ. ანსამბლის წევრები მათ პოვნას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. აღნიშნული ინფორმაციის მიღების და გადამოწმების შემდეგ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ორივე გოგონა ჯგუფთან მიიყვანეს და ავტობუსამდე მიაცილეს. საქართველოში სტუმრად მყოფი ანსამბლის ხელმძღვანელმა და სომხეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ქართველ სამართალდამცველებს დაკარგული მოზარდების პოვნისთვის მადლობა გადაუხადეს“, - აცხადებენ შსს-ში.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)