11:57 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 17:21:50, 1626 ნახვა

ეკონომიკა
SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: „სოკარ ჯორჯიას“ შესანიშნავი პარტნიორობა აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან

„საქართველოში სოკარ ჯორჯია წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით მაირ მამედოვით, მათ შესანიშნავი პარტნიორობა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელისუფლებლო სტრუქტურებთან", - ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის (SOCAR) ვიცე-პრეზიდენტმა, იაშარ ლატიფოვმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

თემატურ პანელზე - „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ", SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სოკარ ჯორჯიამ საქართველოში აბონენტების რიცხვი 750 000-მდე გაზარდა. „სოკარ ჯორჯიამ" მომხმარებლების რაოდენობა 48%-დან 76%-მდე გაზარდა, რაც რიცხვებში  750 000 აბონენტამდეა. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი, საუკეთესო მიმწოდებელი ორგანიზაცია", - განაცხადა იაშარ ლატიფოვმა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სოკარის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მსხვილ პროექტებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა პროფესიული კადრების მომზადების და გარემოს დაცვით პროგრამებს. „უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ხდებოდა თანხების მიმართვა საერთაშორისო ცოდნის გაღრმავებაზე, პროფესიულ განათლებაზე ბაქოს უმაღლესი ნავთობის სკოლის განვითარებაზე, ეს ქმნიდა ფუნდამენტურ  საფუძველს ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად. რაც შეეხება გარემოს  დაცვით საკითხს, უპრეცედენტო, მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდა მიწისქვეშა რესურსების მოპოვების თვალსაზრისით. 7 ქვეყანა არის ჩართული გაზის მიწოდებაში აღმოსავლეთ ქვეყნების ბაზრებზე, ვიცით, რომ ევროპამ დაისახა ამოცანა 40%-მდე შეამციროს კარბომონოქსიდის წარმოება და გამონაბოლქვი. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ამას".- განაცხადა ლატიფოვმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics