12:48 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 15:42:15, 1099 ნახვა

ეკონომიკა
არანჩა გონსალესი: ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა ციფრულ რეჟიმში სთავაზობს ბიზნესებს საჯარო სერვისების მიღებას

საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა არანჩა გონსალესმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" ვაჭრობის სფეროს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრა.

არანჩა სანჩესი პანელის „მომგებიანი ვაჭრობა" ერთ-ერთი სპიკერი იყო, მან თავის გამოსვლაში აქცენტები ეკონომიკის ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე გააკეთა.  „მცირე და საშუალო საწარმოები ისეთ ქვეყნებში როგორიც საქართველოა, მთელი ბიზნესის 99% უნდა შეადგენდეს. უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ გლობალური ზრდა დადის ყველაზე დაბალ დონეებზე, რომ საზოგადოების ზრდა იყოს უფრო ინკლუზიური, ჩართულობაზე ორიენტირებული", -აღნიშნა მან.

არანჩა გონსალესმა ასევე ხაზი გაუსვა ვაჭრობის სექტორში ტექნოლოგიების განვითარების აუცილებლობას. „ტექნოლოგიების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა ციფრულ რეჟიმში სთავაზობს ბიზნესებს საჯარო სერვისების მიღებას", - განაცხადა მან.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა. „ჩვენ როგორც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი, ვმუშაობთ მთავრობასთან და ვამაყობთ რომ ამ ძალისხმევაში შეგვაქვს წვლილი. ეს არის გონივრული პოლიტიკა", - აღნიშნა არანჩა გონსალესმა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს აქვს საერთაშორისო sme-ების ნაკლებობა. „სწორედ  ამიტომ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ საერთაშორისო პარტნიორების მოძებნაში. ვცდილობთ ხარისხის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამარტივებული საგადასახადო სისტემაა", - აღნიშნა საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics