|
2019-10-04 14:40:52, 2502 ნახვა
პოლიტიკა
კრისტიან ურსე - რეფორმის მე-4 ტალღა გამჭვირვალე სასამართლოს არსებობას შეუწყობს ხელს
ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მიესალმება. როგორც ურსეს განცხადებაშია აღნიშნული, ეს ცვლილებები სამართლიანი და გაჭვირვალე სასამართლოს არსებობას შეუწყობს ხელს. ”მივესალმები საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც " სასამართლო რეფორმების მე-4 ტალღას" შეეხება. ამ დოკუმენტზე შეთანხმება იყო ხანგრძლივი და რთული პროცესი, რომელშიც მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე იღებდა, მათ შორის პარლამენტი, სასამართლო, სახალხო დამცველი, ადვოკატთა ასოციაცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა. მათ მიაღწიეს მნიშვნელოვან და არსებით შეთანხმებას ტექსტის ძირითად ასპექტებზე. ძალაში შესვლისთანავე, ეს კანონმდებლობა დააწესებს ჩარჩოს უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლოს არსებობისთვის. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა ეროვნულ პარტნიორებთან, დავრწმუნდეთ, რომ მათ სრულად და ადეკვატურად გამოიყენონ ეს სამართლებრივი დებულებები, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ. ჩვენ ველოდებით ამ კანონპროექტიის საბოლოო მიღებას", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)