17:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 10:11:21, 1584 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: მჯერა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი თანხვედრაში იქნება ჩვენს ძველ თუ ახალ დანაპირებთან

მჯერა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი თანხვედრაში იქნება ჩვენს ძველ თუ ახალ დანაპირებთან, -განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „SWOT ანალიზი ნიკა ლალიაშვილთან ერთად" სტუმრობისას.

როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტი მთავარი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტია და მასში ასახულია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი - ძალიან პატარა სოფლის პრობლემიდან დაწყებული, დამთავრებული ისეთი უმნიშვნელოვანესი თემებით, როგორიცაა: ჯანდაცვა და განათლება. ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო კონტროლის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან ბიუჯეტის მუდმივი მონიტორინგი, საშუალებას იძლევა ობიექტურად შეფასდეს თავად ხელისუფლების საქმიანობაც. 

„მჯერა, რომ სწორედ ამ კონტექსტით დანახული 2020 წლის ბიუჯეტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ჩვენი ქმედებები თანხვედრაში იქნება ჩვენს ძველ თუ ახალ დანაპირებთან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics