|
2019-09-27 17:25:43, 4007 ნახვა
ეკონომიკა
TBC Pay-ის განახლებული ელექტრონული საფულე
TBC Pay-ის ელექტრონული საფულე უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. იმის მიუხედავად ხართ თუ არა რომელიმე საბანკო ბარათის მფლობელი, თქვენ მაინც შეგიძლიათ ისარგებლოთ ელექტრონული საფულით, გადაიხადოთ ყველა სახის გადასახადი ერთ სივრცეში, დაზოგოთ დრო და ფინანსები. ამისათვის კი მხოლოდ TBC Pay-ის ონლაინ გადახდების პლატფორმაზე რეგისტრაციაა საჭირო. რა არის ელექტრონული საფულე?ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას გვაძლევს უფრო მარტივი და კომფორტული გავხადოთ ჩვენი ცხოვრება. ჩვენ უკვე დიდი ხანია მივეჩვიეთ, მაგალითად, წერილების ელექტრონული სახით, ელექტრონულ ფოსტაზე მიღებას. აღარც ციფრული ფოტო-კამერები თუ სხვადასხვა ტექნიკა, „გაჯეტები“ და „დივაისები“ გვაკვირვებს. ახლა ჯერი საფულეზეა. ელექტრონული საფულე შინაარსით მცირედით თუ განსხვავდება ჩვეულებრივი საფულისგან, რომელშიც ვინახავთ თანხას და განვკარგავთ საჭიროებისამებრ. ამ სერვისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დიდი ხანია აქტიურად იყენებენ. ნელ-ნელა კი საქართველოშიც პოპულარული ხდება ციფრული საფულეების გამოყენება. როგორ გავხსნათ ელექტრონული საფულე?ელექტრონული საფულის გასახსნელად TBC Pay-ის მომენტალური ჩარიცხვების ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციაა საჭირო. ეს კი მარტივი და სწრაფი პროცედურაა, რისთვისაც მხოლოდ მობილურის ნომრისა და პაროლის მითითება გჭირდებათ. ელექტრონული საფულის გამოსაყენებლად, პირველ რიგში, ბალანსის შევსებაა საჭირო. ამისათვის ორი საშუალება არსებობს - საბანკო ბარათით ან ბარათის გარეშე. თუ თქვენ უკვე ფლობთ რომელიმე ბანკის ბარათს, საჭიროა შეიყვანოთ თქვენი ბარათის მონაცემები და საფულის ბალანსზე გადმოიტანოთ სასურველი თანხა. თუმცა ელექტრონული საფულით სარგებლობა ბარათის გარეშეც შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში, ბალანსის შესავსებად შეგიძლიათ გამოიყენოთ TBC Pay-ის სწრაფი გადახდის აპარატები, რომელზეც მიუთითებთ თქვენს მობილური ტელეფონის ნომერს, რომლითაც TBC Pay-ის ონლაინ პლატფორმაზე ხართ რეგისტრირებული. ამის შემდეგ, შეძლებთ ელექტრონული საფულის ბალანსის შევსებას. მას შემდეგ რაც ბალანსზე თანხა აისახება, თქვენ უკვე შეგეძლებათ ისარგებლოთ TBC Pay-ის ვებგვერდით და გადაიხადოთ 1000-ზე მეტი მომსახურება ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, 24 საათის განმავლობაში. რატომ უნდა ვისარგებლოთ ელექტრონული საფულით?ელექტრონული საფულე საშუალებას გაძლევთ თქვენი თანხა ერთ ვირტუალურ სივრცეში განათავსოთ და შემდეგ სხვადასხვა სერვისებზე გადარიცხოთ. ასევე, შესაძლებელია ბალანსიდან თანხის სხვა ბარათზე ან სხვა საფულეზე გადატანა. ამ გზით თანხის გადარიცხვა და მომსახურების გადახდა ბევრად მარტივი და მოსახერხებელია. TBC Pay-ს ონლაინ გადახდები გიმარტივებთ ფინანსების განკარგვას ბინიდან გაუსვლელად, რადგან:
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)