00:02 - 23 Jul, 2026
|
2019-09-25 12:13:16, 1085 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. დონალდ ტუსკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რომელ თანამდებობასაც იგი 30 ნოემბრამდე იკავებს და აღნიშნა, რომ კომისიას საქართველოს მიმართ მხარდამჭერ პოზიციებს გაუზიარებს. შეხვედრისას განიხილეს ასევე მომავალი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ასევე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის უკვე არსებული, მყარი ურთიერთობების განვითარების საკითხები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)