12:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 14:51:42, 2492 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური გერმანიის ელჩს შეხვდა

ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს - ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა გერმანული მხარის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა და გერმანიის ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყანის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს.

ვახტანგ გომელაურმა ჰუბერტ ქნირშს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კუთხით უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics