12:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 11:28:52, 2136 ნახვა

სამართალი
გოცირიძე: მოსამართლეობის კანდიდატებს, ალბათ ჰგონიათ „ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართო“, მაგრამ არ ხართ საჭირო!

მოსამართლეობის კანდიდატებს, ალბათ, გულში ეცინებათ - „ჩვენ, ყველაფრის მკადრებლები, ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართო“, მაგრამ არ ხართ საჭირო, - ამის სესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, მომავალი ხელისუფლება სასამართლო რეფორმას ფუნდამენტურად განახორციელებს.

„ამ მოსამართლეებს ჰგონიათ, რომ როგორც ემსახურებოდნენ ყველა ხელისუფლებას, ასევე დასჭირდება მომავალ ხელისუფლებას. ამიტომ, ალბათ, ეცინებათ გულში, რომ ჩვენ - ყველაფრის მკადრებლები - ყველა ხელისუფლებისთვის საჭირო ვართ. არ ხართ საჭირო, მომავალი ხელისუფლება სასამართლო რეფორმას ფუნდამენტურად განახორციელებს და არც ერთი ეს ადამიანი, რომელსაც დღეს დიდი ალბათობით დაამტკიცებს პარლამენტი, მომავალ სასამართლო სისტემაში ვერ დარჩებიან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics