|
2019-09-20 20:25:21, 2319 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: ჩვენი მთავრობა არა მარტო ფლირტაობს რუსეთთან, არამედ კუდებითაა გადაბმული
ჩვენი მთავრობა არა მარტო ფლირტაობს რუსეთთან, არამედ კუდებითაა გადაბმული, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერები ოპერის წინ შეიკრიბნენ, რათა პარლამენტის წინ აქციას #სირცხვილიას შეერთებოდნენ „ამ მოვლენებმა დაგვანახა, რომ ჩვენი მთავრობა ივანიშვილის ჩათვლით არა მარტო ფლირტაობს რუსეთთან, არამედ უკვე კუდებით არიან გადაბმული. დაგვანახა ის, რომ ივანიშვილი აბსოლუტურად უტიფარია და ნაცვლად გახარიას თანამდებობიდან გაშვებისა, პრემიერად დაგვასვა თავს. დაგვანახა ის, რომ მან გამოაცხადა სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა ძალაუფლებისთვის. საქართველოს ისტორიამ დაგვანახა, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც იწყებს ბრძოლას არა ხალხის ინტერესებისთვის, არამედ ძალაუფლებისთვის, კარგავს ამ ძალაუფლებას“, - აღნიშნა უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)