|
2019-09-20 15:06:52, 1574 ნახვა
პოლიტიკა
გაჩეჩილაძე ციხელაშვილს: როგორ უძლებთ შემოტევას იმ ხალხისაგან, რომლებმაც ოკუპაციის საკითხში მონაწილეობა მიიღეს?!
„როგორ იტანთ და როგორ უძლებთ შემოტევას იმ ხალხისაგან, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო ოკუპაციის საკითხში?!“ - ამ სიტყვებით ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს მიმართა. როგორც გაჩეჩილაძე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ პასუხისმგებელი რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება დაიძაბა. „2004 წლამდე ვაჭრობაც მიდიოდა, ურთიერთობებიც მიდიოდა, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდა ხელისუფლებაში და ყველაფერი წყალში არ გადაყარა რუსეთის სასარგებლოდ. მანამდე ასე ვთქვათ ყველაფერი ნორმალურად იყო. მერე ყველამ ვიცით როგორ დაიძაბა სიტუაცია და რა მოჰყვა ამას. ძალიან კარგია რომ სტატისტიკა გაქვთ იმასთან დაკავსირებით, თუ მოძრაობები არსებობს ოკუპირებული ტერიტორიების მხრიდან ჩვენი მიმართულებით. არსებობს თუ არა რამე კვლევები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რა ხდება ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ინფორმაციები მოდის. რაც შეეხება მეორე კითხვას, თუ გინდათ ნუ მიპასუხებთ. როგორ იტანთ და როგორ უძლებთ შემოტევას იმ ხალხისაგან, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო („ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფები მყავს მხედველობაში) თავის დროზე ამ ოკუპაციის საკითხში, რომელმაც მოაწყო რუსეთთან ბორდერიზაცია და ახლა დადიან ანტისაოკუპაციო ლოზუნგებით, აწყობენ აქციებს, გვიტევენ თქვენც და ჩვენ და გვაბრალებენ იმას, რაც თვითონ გააკეთეს“, - მიმართა გაჩეჩილაძემ ციხელაშვილს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)