|
2019-09-20 13:05:46, 1201 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: თუ საჭირო იქნება, პირველი პრემიერი ვიქნები, რომელიც პროკურატურაში მივა და ჩვენებას მისცემს
„ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ძალადობთ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა. „მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და მისცა ჩვენება. თუ საჭირო იქნება მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა და ჩვენებას მისცემს",-განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერის განცხადებით, თითოეულმა პოლიციელმა რომელმაც იმ ღამეს დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა საკუთარ სახელმწიფოს. „გამოძიება გრძელდება და ყველა ვინც ჩაიდინა დანაშაული იქნება დაკავებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ კითხვაზე, თუ რატომ არ არიან დაკავებული აქციაზე მოქალაქეების დაზიანებაში დამნაშავე პირები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)