|
2019-09-18 16:52:41, 2030 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი: ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას არ შევყვები, ანაკლიის პორტზე მეტი პასუხისმგებლობა მაქვს
არ მინდა, შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას, ვინაიდან ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს „ჭორაობაში არ აყვება“. „ამ თემასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება მიჭირს. არ მინდა ჭორაობაში ავყვე ბატონ ხაზარაძეს. რა თქმა უნდა, ასეთი არც ფრაზა და არც სულისკვეთება“, - განმარტა მაია ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ერთ-ერთ ინვესტორს „მერიდიანს“ უთხრა, რომ მათთნაირი ინვესტირები არ სჭირდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)