|
2019-09-17 10:04:19, 1919 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხების კომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა. შეხვედრაზე, საქართველო-ევროკავშირის მრავალსექტორული თანამშრომლობისა და დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხების შესახებ ისაუბრეს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულების მიმდინარეობასა და ამ პროცესში, საქართველოს პარლამენტის როლზე. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და დემოკრატიულ რეფორმებს. არჩილ თალაკვაძემ ევროკომისარს საარჩევნო, განათლებისა და მართლმსაჯულების რეფორმების მიმდინარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და აღნიშნულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარეობა იყო. იოჰანეს ჰანმა პარლამენტის თავმჯდომარეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა დაუდასტურა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)